logo_geo
ჰასან რუჰანიმ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა
- +

14 იანვარი. 2020. 13:13

 

ირანი უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პასუხისმგებელ პირს დასჯის, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

 

„ეს იყო უპატიებელი შეცდომა. მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი თვითმფრინავის კატასტროფაზე. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შეცდომის აღიარება პირველი კარგი ნაბიჯია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ მოხდება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

 

ჰასან რუჰანის განცხადებით, მისი მთავრობა ანგარიშვალდებულია ირანელებისა და სხვა ერების წინაშე, რომელთა წარმომადგენლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

 

ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს. თვითმფრინავი თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 176 პირი ემსხვერპლა.

 

 

 

 

big_banner
არქივი