logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: თურქეთი ხალიფა ჰაფტარს ჭკუას ასწავლის, თუ ის ლიბიის ლეგიტიმური ადმინისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს
- +

14 იანვარი. 2020. 16:29

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხალიფა ჰაფტარს „ჭკუას ასწავლის“, თუ აჯანყებული გენერალი ბრძოლებს განაახლებს.

 

„ჩვენ არ შევყოვნდებით, დამსახურებულად ვასწავლოთ ჭკუა ჰაფტარს, თუ ის განაგრძობს ქვეყნის ლეგიტიმურ ადმინისტრაციაზე და ჩვენს მოძმეებზე თავდასხმებს ლიბიაში“, -განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

 

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჰაფტარმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.

 

„პუტჩისტმა ჰაფტარმა ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავდაპირველად ის თანახმა იყო, თუმცა, მოგვიანებით მან მოსკოვი დატოვა, გაიქცა მოსკოვიდან“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, თურქეთმა თავისი წვლილი ლიბიაში უკვე შეიტანა, ხოლო ახლა „პუტინის ჯერია“.

 

შეგახსენებთ, ლიბია 2014 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ ორ ნაწილადაა გაყოფილი. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. ჰაფტარის მმართველობას რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე უჭერენ მხარს.

 

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ინიცირება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და თურქეთის ლიდერის, რეჯერ ტაიპ ერდოღანის მიერ მოხდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი