logo_geo
დონალდ ტრამპი: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა შევცვალოთ ირანის ხელშეკრულება ტრამპის ხელშეკრულებით“, მე თანახმა ვარ!
- +

15 იანვარი. 2020. 10:55

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება „ტრამპის ხელშეკრულებით“ უნდა შეიცვალოს, ეთანხმება.

 

„გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა შევცვალოთ ირანის ხელშეკრულება ტრამპის ხელშეკრულებით. ვეთანხმები!“ - განაცხადა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, აშშ-მა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება 2018 წელს დატოვა. დონალდ ტრამპი, ბარაკ ობამას და თავად ხელშეკრულებას ხშირად აკრიტიკებდა, რომ ის ძალიან მსუბუქი იყო ირანის რეჟიმთან მიმართებაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი