logo_geo
ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა: ჩვენს ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძრებია, თუ ყველაფერი დავკარგეთ, ჩვენი სულებიც მოკვდება
- +

15 იანვარი. 2020. 13:34

 

 

ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა შიშობს, რომ ქვეყანაში ხანძრებმა მათი დაცული ძეგლები სრულიად გაანადგურა.

 

ერთ-ერთის ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთებში მოქცეული აბორიგენული კულტურული ძეგლები, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.

 

„ჩვენს ისტორიაში ყველაზე საშინელი ხანძრებია. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. ალბათ, ჩვენი წინაპრები გამწარებულები არიან, როცა ხედავენ, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტოტემურ ცხოველებს“, - განაცხადა აბორიგენთა წარმომადგენელმა უორენ ფოსტერმა.

 

მისივე თქმით, განადგურებულია ღირშესანიშნაობები, რომელიც წმინდა მთაზე იყო.

 

„მათ ვეღარ დავიბუნებთ... ჩვენ ცხოველები გვჭირდება. თუ ყველაფერი დავკარგეთ, ჩვენი სულებიც მოკვდება“, - განაცხადა ფოსტერმა „გარდიანთან“ ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, დროა, ხელისუფლებამ მკვიდრი მოსახლეობისგან ისწავლოს, თუ როგორ აიცილოს თავიდან ასეთი მასშტაბური ხანძრები.

 

„დროა, ჩვენ გვკითხონ, როგორ მოუარონ ქვეყანას“, - აცხადებს ფოსტერი.

 

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ხანძრებს სექტემბრის შემდეგ ვერ აქრობენ. ქვეყნის მასშტაბით 26 ადამიანია დაღუპული. ეკოლოგები ქვეყნის ფლორასა და ფაუნაზე ხანძების „კატასტროფულ შედეგებზე“ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, განადგურებულია უნიკალური ჯიშები და ზოგიერთი ცნობით, ერთი მილიარდზე მეტი ცხოველი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი