„რუსეთი არ ემუქრება არავის და არ ესწრაფვის, საკუთარი ნება დაამყაროს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწიური მიმართვის დროს განაცხადა.
„ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვესწრაფით, საკუთარი ნება დავამყაროთ [სხვა ქვეყნებზე]. ამავდროულად, შემიძლია, ყველა დავარწმუნო: ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადაიდგა, იყო დროული და ეფექტური“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა რუსეთის შეიარაღებაზეც ისაუბრა.
„პირველად, ჩვენ არავის ვეწევით. ჩვენ არავისთან დაწევა არ გვჭირდება. პირიქით, დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.