logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვისწრაფვით, საკუთარი ნება დავამყაროთ
- +

15 იანვარი. 2020. 18:33

 

 

„რუსეთი არ ემუქრება არავის და არ ესწრაფვის, საკუთარი ნება დაამყაროს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწიური მიმართვის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვესწრაფით, საკუთარი ნება დავამყაროთ [სხვა ქვეყნებზე]. ამავდროულად, შემიძლია, ყველა დავარწმუნო: ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადაიდგა, იყო დროული და ეფექტური“, - განაცხადა პუტინმა.

 

პუტინმა რუსეთის შეიარაღებაზეც ისაუბრა.

 

„პირველად, ჩვენ არავის ვეწევით. ჩვენ არავისთან დაწევა არ გვჭირდება. პირიქით, დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი