logo_geo
რუსეთის მთავრობა გადადგა
- +

15 იანვარი. 2020. 19:28

 

 

რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

 

„ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.

 

„ამ პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობის მოქმედი შემადგენლობა გადადგეს“, - განაცხადა მედვედევმა.

 

თავის მხრივ, პუტინმა მთავრობას სთხოვა, სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები ახალი კაბინეტის შექმნამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი