logo_geo
აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
- +

16 იანვარი. 2020. 10:36

 

შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

დოკუმენტს ხელი აშშ-ის მხრიდან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთის მხრიდან კი - ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ მოაწერეს.

 

„ფაზა 1“ შეთანხმება ჩინეთის მიერ დამატებით სულ მცირე 200 მილიარდი დოლარის ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციისა და მომსახურების შეძენას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი აშშ ჩინეთისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ტარიფს ანახევრებს.

 

თუმცა, სასაზღვრო გადასახადების უმეტესი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც ბიზნეს ჯგუფები ორ ქვეყანას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

 

ხელმოწერის ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება აშშ-ის ეკონომიკისთვის "ტრანსფორმაციულია" და ის აშშ-ჩინეთს შორის უფრო ძლიერი ურთიერთობის დამყარების ახალ ეტაპს ქმნის.

 

„ჩვენ ერთად ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ეკონომიკური სამართლიანობისა და უსაფრთხოების მომავალს უზრუნველვყოფთ, უფრო მეტიც, ეს შეთანხმება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობას“, – განაცხადა ტრამპმა.

 

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმება „თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას“ ეფუძნება და ყველა მხარისთვის მომგებიანია.

 

„ჩინეთმა განავითარა ისეთი პოლიტიკური სისტემა და ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც მის ეროვნულ რეალობას ერგება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთსა და აშშ-ს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. პირიქით, ჩვენს ქვეყნებს უამრავი საერთო კომერციული ინტერესები აქვთ“, - განაცხადა ლიუ ჰემ.

 

შეგახსენებთ, „ტარიფების ომი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიწყო და შედეგად, 450 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი საიმპორტო გადასახადები დაწესდა. ორ ქვეყანას შორის არსებულმა დავამ შეაფერხა იმპორტ-ექსპორტის მოცულობა, გლობალური ეკონომიკური ზრდა და დააზარალა ინვესტორები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი