logo_geo
თურქეთი ლიბიაში ჯარს გზავნის
- +

16 იანვარი. 2020. 17:02

 

თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნას იწყებს, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.

 

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი ლიბიაში სტაბილურობის დასამყარებლად ყველა დიპლომატიურ და სამხედრო შესაძლებლობას გამოიყენებს.

 

შეგახსენებთ, კვირას გერმანიის, რუსეთის, ბრიტანეთის, თურქეთისა და იტალიის ლიდერები  ერთამანეთს შეხვდებიან და ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.

 

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

 

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი