რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ეს თანამდებობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალურად მედვედევისთვის შემოიღო.
დმიტრი მედვედევი და მისი მინისტრთა კაბინეტი გუშინ გადადგნენ თანამდებობიდან.
პრემიერ-მინისტრად კი ვლადიმირ პუტინმა დღეს მიხაილ მიშუსტინი დანიშნა.