logo_geo
ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა
- +

16 იანვარი. 2020. 18:46

 

ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ ესპანური იურიდიული საინფორმაციო პორტალი „იუსტელი“ იუწყება.

 

დამნაშავეებს 3, 5 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კრიმინალური ჯგუფის სამ ხელმძღვანელს კი ქვეყნიდან გააძევებენ.

 

როგორც ცნობილია, ესპანეთში ტურისტული ვიზებით მყოფი ახალგაზრდები დანაშაულებივ საქმიანობას 2012-2015 წლებში ეწეოდნენ.

 

ისინი ქალაქებში - მადრიდსა და გვადალახარაში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, რის შემდეგაც მოპარულ ნივთებს რეალიზაციისთვის რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.

 

საქმე ეხება ე.წ. კანონიერ ქურდ ზვიად დარსაძეს და მის ორ დამხმარეს.

 

ესპანურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალში აღნიშნულია, რომ დამნაშავეების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში ყოველთვის იყო რამდენიმე ათეული პირი, თუმცა, ძარცვაში ძირითადად ახალგაზრდები  მონაწილეობდნენ, რომლებიც ესპანეთში ტურისტული ვიზით რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 

ესპანეთში ყოფნის დროს ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი სახლით, თანხით, სახლების ძარცვისთვის საჭირო აღჭურვილობით და 3-5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებით მოქმედებდნენ.

 

გერმანული მედიის ცნობით, ახალგაზრდები მოპარულ ნივთებს კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელებს აძლევდნენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი