logo_geo
კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

16 იანვარი. 2020. 18:47

 

იაპონიაში მცხოვრებ 30 წლის ჩინელს ოფიციალურად დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. სწორედ ამ ქალაქში იყო ეს ადამიანიც მცირე ხნით ჩასული. შედეგად უკვე იაპონიაშიც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას  „Kyodo News“ ავრცელებს.

 

„Kyodo News“ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ეს პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

 

30 წლის მოქალაქემ თავი შეუძლოდ 3 იანვარს იგრძნო, ამ დროს ის ქალაქ უხანში იყო. სამი დღის შემდეგ ის იაპონიაში დაბრუნდა, სადაც 10 იანვარს საავადმყოფოში გულისრევითა და მაღალი სიცხით შეიყვანეს. 15 იანვარს ეს ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმები და ახლობლები, რომლებსაც ამ ადამიანთან შეხება ჰქონდათ, არ დაავადებულან.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსი 2013 წელს საუდის არაბეთში გამოვლინდა. ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლენილია იორდანიაში, ყატარში, ტუნისსა და ევროპაში. ახალი ვირუსი იწვევს ხველებას, სიცხესა და ფილტვების ანთებას. გასული წლის დეკემბერში ვირუსის შემთხვევა ჩინეთში, შემდეგ კი ტაილანდში დაფიქსირდა. 9 იანვარს კი გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც ეს ვირუსი ჰქონდა, თუმცა, ჯერ უცნობია, გახდა თუ არა ეს ვირუსი მისი სიკვდილის მიზეზი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი