logo_geo
„მედვედევმა მთავრობის დათხოვნამდე სამი დღით ადრე ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ...“ - რუსეთის მთავრობის გადადგომის დეტალები
- +

17 იანვარი. 2020. 15:54

 

 

„დმიტრი მედვედევმა მთავრობის დათხოვნამდე სამი დღით ადრე ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ პრემიერის პოსტზე „მისი დღეები დათვლილი იყო“, - წერს „Bloomberg“ სანდო წყაროებზე დაყრდნობით.

 

როგორც გამოცემა წერს, ვლადიმირ პუტინს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრა მიხაილ მიშუსტინთან, რომელმაც პრემიერის პოსტზე მედვედევი შეცვალა.

 

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა მედვედევის გადადგომის შესახებ მაშინ გაიგო, როცა დეპუტატები შეკრიბა, რათა განეხილათ პუტინის გეგმები კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით. როგორც „Bloomberg“ წერს, ვოლოდინს ლოდინი მოუწია, სანამ პარლამენტში მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ინფორმაციას აზუსტებდა.

 

Financial Times“-ს კი კრემლთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, რომ პრემიერის პოსტზე მიხაილ მიშუსტინის წარდგენამ გააოცა არამარტო მაღალჩინოსნები და ბანკირები, არამედ თვით მიშუსტინი. „მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. თანამშრომლებთამ ერთად მოუსმინა პუტინის გამოსვლას და ყველაფერი მედვედევის გადადგომის შემდეგ გაიგო“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

 

 

big_banner
არქივი