logo_geo
ლიმოჟში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
- +

18 იანვარი. 2020. 14:24

 

საფრანგეთში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ლიმოჟის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო, რის შედეგადაც მთელი შენობა ჩამოინგრა და ახლომდებარე შენობებიც დაზიანდა.

 

აფეთქების შემდეგ კი ცეცხლი გაჩნდა. დაშავებულებზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, გავრცელებული ცნობით, აფეთქების დროს ორი ადამიანი დაშავდა. ასევე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილი ახლა სამართალდამცველებს აქვთ დაკავებული.

 

 

 

big_banner
არქივი