logo_geo
31 იანვარს ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლას ღონისძიებებით აღნიშნავენ
- +

18 იანვარი. 2020. 14:32

 

დიდი ბრიტანეთი „ბრექსითისთვის“ ემზადება. 31 იანვარს ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლას დაუნინგ-სთრითზე შეხვდებიან, სადაც წამზომი ბოლო დარჩენილ წამებს დაითვლის. იგეგმება სპეციალური განათების შოუს მოწყობა. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს.

 

„31 იანვარი მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ისტორიისთვის, რადგანაც დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და იბრუნებს დამოუკიდებლობას“, - აცხადებენ ჯონსონის ოფისში.

 

„ბრექსითის“ დღესთან დაკავშირებით, მიმოქცევაში სპეციალური მონეტაც ჩაეშვება წარწერით „მშვიდობა, კეთილდღეობა და მეგობრობა ყველა ერს“.

 

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს ტოვებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი