logo_geo
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო უმაღლესობის ტიტულით აღარ ისარგებლებენ
- +

18 იანვარი. 2020. 22:57

 

გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სამეფო უმაღლესობის ტიტულით აღარ ისარგებლებენ. წყვილს წვდომა აღარ ექნება სახელმწიფო სახსრებთან, რომლითაც ისინი სამეფო მოვალეობის შესრულების დროს ფინანსდებოდნენ. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ასევე სურვილი გამოთქვეს, აანაზღაურონ ფროგმორის რეზიდენციის რემონტზე დახარჯული თანხა, რომლითაც გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის დროს ისარგებლებენ.

 

რამდენიმე დღის წინ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ სამეფო უფლებამოსილებების შესრულება აღარ სურთ და უარს ამბობენ ფინანსურ პრივილეგიებზე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი