logo_geo
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციის 32 მონაწილე დააკავეს
- +

19 იანვარი. 2020. 00:38

 

ფრანგმა სამართალდამცველებმა ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციის მონაწილე 32 ადამიანი დააკავეს.

 

ფრანგული მედიის ცნობით, დემონსტრაციის განსაკუთრებულად აგრესიულად განწყობილ მონაწილეთა დასარბევად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

 

საერთო ჯამში, როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა. საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები პარიზში 2018 წლის 17 ნოემბრიდან ყოველ უქმეებზე იმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი