logo_geo
მედია: ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს
- +

19 იანვარი. 2020. 12:44

 

 

ევროკავშირმა თურქეთს 2020 წლისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარება 75%-ით შეუმცირა. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანკარა პროგრამის ფარგლებში 168 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 150 დემოკრატიის და სასამართლო სისტემის განვითარებას უნდა მოხმარდეს, 18 მილიონი კი სოფლების განვითარებისთვის გაითვალისწინეს. 

 

ცნობები დახმარების შემცირების შესახებ მედიამ ევროპარლამენტისადმი ევროკომისარ ჯოზეფ ბორელის წერილზე დაყრდნობით გაასაჯაროვა.

 

მედიის ცნობით, ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სირიაში თურქეთის ქმედებებია.

 

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 2019 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო.

 

თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.

 

ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარი გაიყვანა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში „ეკონომიკის განადგურებით“ დაემუქრა.

 

ანკარა კი აცხადებდა, რომ მათი მიზანი ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი უსაფრთხო ზონის შექმნაა, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი