logo_geo
Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა
- +

19 იანვარი. 2020. 14:01

 

 

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგული კომპანიის, LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო გახდა. გამოცემის მიხედვით, ამ დროსათვის მისი ოჯახი 116.5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. აღსანიშნავია, რომ არნოს კომპანია LVMH ისეთ ცნობილ კომპანიებსა და ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Christian Dior, Louis Vuitton, Moët & Chandon და Hennessy.

 

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსის იკავებს. მისი ქონება 115.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რეიტინგის მე-3 ადგილს კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი იკავებს 110.6 მილიარდი აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 2 200 მილიარდერია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი