logo_geo
დონალდ ტრამპი: რესპუბლიკური პარტია ახლა ძლიერია, როგორც არასდროს
- +

20 იანვარი. 2020. 00:14

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.

 

„არასდროს მინახავს ასეთი ძლიერი და ერთიანი რესპუბლიკური პარტია, დიდი მადლობა“, – წერს დონალდ ტრამპი.

 

გასულ კვირას კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადასცა. იმპიჩმენტის პროცედურა 21 იანვარს გაიმართება. დემოკრატიული პარტია აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პირველ პირზე, ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი