logo_geo
პარაგვაიში ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა
- +

20 იანვარი. 2020. 01:32

 

პარაგვაის აღმოსავლეთით, ბრაზილიის საზღვართან ახლოს მდებარე ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ „BBC“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ათობით გაქცეული ბრაზილიის უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფების The First Command of the Capital (PPC) წევრები არიან, რომელიც სან-პაოლოში მოქმედებს და ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობს.

 

ოფიციალურმა პირებმა ციხეში გათხრილი გვირაბი იპოვეს, თუმცა ფიქრობენ, რომ პატიმრები შენობის მთავარი შესასვლელის გამოყენებით დატოვეს, გვირაბი კი კვალის დასაფარად გათხარეს.

 

პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ელით. მისი თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცევა დაგეგმილი იყო, ოფიციალურმა პირებმა კი ქრთამის სახით $80 000 დოლარი მიიღეს.

 

„ცხადია, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს“, - განაცხადა მან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი