logo_geo
ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს
- +

20 იანვარი. 2020. 10:32

 

 

ირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს.

 

ბორისპოლის აეროპორტში მივიდა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მთავრობის წევრები.

 

კატასტროფიდან ათი დღის განმავლობაში, ირანში უკრაინელი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომლებიც დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.

 

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

 

მოგვიანებით, ირანმა აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი მათმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო. 14 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.

 

 

big_banner
არქივი