logo_geo
ძლიერი შტორმისა და სეტყვის მიუხედავად, ავსტრალიაში 80-ზე მეტი ხანძრის კერა კვლავ რჩება
- +

20 იანვარი. 2020. 10:33

 

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავტრალიას ძლიერი შტორმის შემდეგ, ძლიერი სეტყვა დაატყდა თავს. მედიის ცნობით, გოლფის ბურთის ზომის სეტყვამ ფანჯრები ჩალეწა და ავტომობილები დააზიანა.

 

მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მტვრის ღრუბლები, რომლებიც დაახლოებით 10 სართულიანი შენობის სიმაღლისაა.

 

წვიმის მიუხედავად რეგიონში ხანძრების კერები კვლავ რჩება.

 

BBC-ის ცნობით, ახალი ველსის და ვიქტორიას შტატებში 80-ზე მეტი ხანძარი კვლავ ფიქსირდება.

 

ცნობისთვის, სექტემბრიდან მოყოლებული, ხანძრებმა ავტრალიაში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 10 მილიონი ჰექტარი მიწა გაანადგურა.

 

 

big_banner
არქივი