უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
„The Times of Israel“-მა ზელენსკის კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ უკრაინა ქვეყანა არ არის.
„არ ვიცი, რას ფიქრობს ის. ჩემთვის არ უთქვამს. მე ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩემი აზრით, მას ეს ესმის. რას ფიქრობს ამაზე? ეს მხოლოდ მან იცის“, - განაცხადა ზელენსკიმ.