logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: ჩემი აზრით, პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი და დამოუკიდებელი ქვეყანაა
- +

20 იანვარი. 2020. 11:36

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

 

„The Times of Israel“-მა ზელენსკის კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ უკრაინა ქვეყანა არ არის.

 

„არ ვიცი, რას ფიქრობს ის. ჩემთვის არ უთქვამს. მე ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩემი აზრით, მას ეს ესმის. რას ფიქრობს ამაზე? ეს მხოლოდ მან იცის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი