logo_geo
გარდაიცვალა გოგო, რომელიც ძმის გადასარჩენად წლები მხოლოდ ბრინჯს და წიწაკას ჭამდა
- +

20 იანვარი. 2020. 11:56

 

ჩინეთში 24 წლის გოგო, რომელიც სიკვდილამდე 20 კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონიდა გარდაიცვალა. ამის მიზეზი საკვების უკმარისობა იყო - გოგო მრავალი წლის განმავლობაში დღიურად მხოლოდ 0.30 დოლარის საკვებს იღებდა, რათა ძმას დახმარებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

უ ჰუიანი საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემების გამო 2019 წლის ოქტომბერში მოხვდა. მის დასახმარებლად დონაციები გაკეთდა, თუმცა, როგორც მისმა ძმამ მედიას უთხრა, გოგო ორშაბათს გარდაიცვალა.

 

და-ძმა ღარიბ ოჯახში დაიბადა, მათ დედა მაშინ დაკარგეს, როცა გოგო 4 წლის იყო, ხოლო მამა მაშინ გარდაეცვალა, როცა მოსწავლე იყო. და-ძმას მხოლოდ ბებია ეხმარებოდა და თვეში 300 იუანს აწვდიდა. თანხის დიდი ნაწილი პატარა ძმის სამედიცინო ხარჯებზე მიდიოდა, რომელსაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საბოლოოდ, ჯამში უ ჰუიანი თავის თავზე დღეში მხოლოდ 2 იუანს ხარჯავდა (0.30 დოლარი) - წლების განმვლობაში იკვებობდა მხოლოდ ბრინჯით და მწარე წიწაკით. ის სიმაღლეში მხოლოდ 135 სანტიმეტრი იყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი