logo_geo
პარაგვაის ციხიდან გვირაბით 75 პატიმარი გაიქცა
- +

20 იანვარი. 2020. 12:43

 

პარაგვაის ციხიდან სულ მცირე 75 პატიმარი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს, რომლის მეშვეობითაც საპატიმროს თავი დააღწიეს.

 

CNN-ის ინფორმაციით, გაქცეულთა უმრავლესობა ბრაზილიის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. შს მინისტრის ცნობით, გაქცეულები „ძალიან საშიში“ ადამიანები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანმა ბრაზილიაში გადასვლა უკვე მოახერხა.

 

 

big_banner
არქივი