პარაგვაის ციხიდან სულ მცირე 75 პატიმარი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს, რომლის მეშვეობითაც საპატიმროს თავი დააღწიეს.
CNN-ის ინფორმაციით, გაქცეულთა უმრავლესობა ბრაზილიის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. შს მინისტრის ცნობით, გაქცეულები „ძალიან საშიში“ ადამიანები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანმა ბრაზილიაში გადასვლა უკვე მოახერხა.