logo_geo
მსოფლიო ლიდერებმა ლიბიაში იარაღის შეტანის ემბარგოს მხარი დაუჭირეს
- +

20 იანვარი. 2020. 14:22

 

ბერლინში, ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

 

მსოფლიო ლიდერებმა, ლიბიაში იარაღის შეტანის ემბარგოს მხარი დაუჭირეს და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

 

დოკუმენტს ხელს 16 სახელმწიფოსა და ორგანიზაციის წარმომადგენლები აწერენ.

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნავთობის პორტების პრობლემასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნაზე შეთანხმდნენ.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სხვა ქვეყნებს ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ბერლინში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ლიბიაში ნავთობის პორტები გაიხსნება.

 

ლიბია ორ ნაწილად 2011 წელს ქვეყნის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ლიბიის ეროვნული არმიის გენერლის ხალიფა ხათარის მთავრობა  მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი გაერო-სა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი მთავრობა მოქმედებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი