logo_geo
დონალდ ტრამპი: ნიუ-იორკში შტორმისგან დამცავი კედლის აგება სულელური იდეაა - ბოდიში, მაგრამ მოგიწევთ, მოამზადოთ იატაკის ტილოები და სათლები
- +

20 იანვარი. 2020. 15:10

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, ამერიკელ ინჟინერთა ერთ-ერთ ინიციატივას, ნიუ-იორკის შტორმისაგან დასაცავად ზღვის კედლების აშენების საკითხს გამოეხმაურა და მას „სულელური“ და „ძვირადღირებული“ უწოდა.

 

„მასიური, 200 მილიარდ დოლარად შეფასებული ზღვის კედლის აშენება ნიუ-იორკის გარშემო, რომელიც მას იშვიათი შტორმებისგან დაიცავს, არის ძვირადღირებული, სულელური და გარემოსთან შეუთავსებელი იდეა. ის ალბათ საჭიროების შემთხვევაში არც იმუშავებს და საშინელი შეხედულება ექნება. ბოდიში, მაგრამ მოგიწევთ, მოამზადოთ იატაკის ტოლოები და სათლები“, - დაწერა ტრამპმა.

 

მედიის ცნობით, ნიუ-იორკში შტორმისგან დამცავი ზომების მიღება 2012 წლის ტროპიკური შტორმის შემდეგ გახდა განსაკუთრებით აქტუალური. როგორც ცნობილია, მაშინ შტორმს 43 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

big_banner
არქივი