სამეფო ოჯახის გარდა, პრინცმა ჰარიმ სამშობლოც დატოვა. ის უკვე კანადაში, ვანკუვერში ჩავიდა მეგან მარკლთან და პატარა არჩისთან. პრინცის ვანკუვერში ჩასვლის ვიდეოკადრები „Sky News“-მა გაავრცელა.
ტელეარხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის ბრიტანეთის დედოფლის უმცროსი შვილიშვილი თვითმფრინავის ტრაპზე და ჯდება მანქანაში ვანკუვერის აეროპორტში. სავარაუდოდ, პრინცი ჰარი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში დარჩება.