logo_geo
პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთი დატოვა
- +

21 იანვარი. 2020. 13:39

 

სამეფო ოჯახის გარდა, პრინცმა ჰარიმ სამშობლოც დატოვა. ის უკვე კანადაში, ვანკუვერში ჩავიდა მეგან მარკლთან და პატარა არჩისთან. პრინცის ვანკუვერში ჩასვლის ვიდეოკადრები „Sky News“-მა გაავრცელა.

 

ტელეარხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის ბრიტანეთის დედოფლის უმცროსი შვილიშვილი თვითმფრინავის ტრაპზე და ჯდება მანქანაში ვანკუვერის აეროპორტში. სავარაუდოდ, პრინცი ჰარი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში დარჩება.

 

 

 

 

big_banner
არქივი