logo_geo
ამირან სალუქვაძე: კრემლი ლიბიის საკითხს აქტიურად იყენებს ევროპასთან სავაჭროდ
- +

22 იანვარი. 2020. 12:25

 

თუ რა ინტერესები აქვს რუსეთს ლიბიაში და სირიაში  - ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს

როგორც ამირან სალუქვაძე  აცხადებს, რუსეთის ხელისუფლებას ლიბიაში რამდენიმე ინტერესი აქვს, მათ შორის ნავთობის გზით ევროპაში გავლენის მოპოვება.

 

რუსეთის ინტერესი ლიბიაში რამდენიმეა:

ესაა რეგიონში პოზიციების განმტკიცება, რაც მას საშუალებას აძლევს, ზეგავლენა იქონიოს ნავთობის ფასებზე, ჰქონდეს გავლენები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

სამშვიდობო პროცესში ჩართულობის პარალელურად, დასავლეთი კარგად ხედავს რუსეთის რეალურ როლს და გავლენას კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეზე. შესაბამისად, კრემლი ლიბიის საკითხს აქტიურად იყენებს და გამოიყენებს ევროპასთან სავაჭროდ.

რუსეთი ლიბიის და სირიის საკითხებს აქტიურად იყენებს შიდა ბაზარზე. ბოლო დღეებში მუდმივად აჟღერებენ თეზისს, რომ რუსეთი დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკაში, რაც რუსეთის ლიდერის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. თუმცა, მავე ლიბიის საკითხში რუსეთს დიალოგი არ აქვს მსოფლიოს ლიდერებთან, აშშ-სთან და ჩინეთთან. თეთრი სახლი გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან მოქმედებს, რითაც მიანიშნებს, რომ ლიბიის და სირიის საკითხები რეგიონული პრობლემებია და რეგიონულ ლიდერებს მიანდო ამ საკითხებზე მუშაობა, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

ბრიგადის გენერალი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დასტაბილურებას არ უნდა ველოდოთ.

 

რაც შეეხება მთლიანად ახლო აღმოსავლეთს, თუ რამდენიმე წლის წინ დავწერე, დამშვიდება არ უწერია-მეთქი, ახლა შეიძლება ითქვას, რომ უარესად მოიმატა დუღილის ტემპერატურამ და დაწევის პერსპექტივა არ ჩანს, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

 

big_banner
არქივი