logo_geo
რა ვითარებაში იმყოფებიან ავსტრალიაში, ტყის ხანძარს გადარჩენილი ცხოველები
- +

22 იანვარი. 2020. 15:43

 

მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად ავსტრალიაში 28 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა 2 ათასზე მეტი სახლი, დაიღუპა მილიარდი ცხოველი. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გადაშენდეს კიდეც.

 

სხვადასხვა შეფასებით, მასშტაბური ტყის ხანძრის შემდეგ, ავსტრალიაში არსებული ვითარების აღდგენას მინიმუმ ასი წელი დასჭირდება.

 

 

სპეციალისტების პროგნოზით, „ხანძრის შედეგად გამოწვეული კვამლი მთელ მსოფლიოში ატმოსფერულ პირობებზე  გავლენას მოახდენს“.

 

ჰაერის დაბინძურებამ მელბურნში სახიფათო დონეს მიაღწია. ასევე, ხანძრის გამო მელბურნის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.

 

 

რეგიონში წვიმების მიუხედავად, ხანძრის გავრცელების არეალი ფართოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვიქტორიის შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის მორიგი ევაკუაცია გამოაცხადა.

 

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ტყის ხანძარი შემოდგომიდან გრძელდება, ბოლო ხანებში ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

 

 

ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ვიქტორიისა და ახალი სამხრეთ უელსის შტატები დაზარალდნენ.  წინასწარი შეფასებით, მთლიანობაში 10 მილიონი ჰექტარი ტყე დაიწვა.

 

 

 

ავსტრალიის მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კოალების პოპულაციას. ძალიან დიდი შანსია, რომ ამ სახეობას გადაშენების პირას მყოფის სტატუსი მიენიჭოს.

 

 

მხოლოდ ჩრდილოეთ სანაპიროზე, ერთ-ერთ შტატში შესაძლოა კოალების 30% განადგურებულიყო. გარდა ამისა,  ბევრი დაშავებული ცხოველი მკურნალობას საჭიროებს.

 

 

მთლიანობაში, ავსტრალიის ტყის ხანძრებს მილიარდობით ცხოველი ემსხვერპლა. ავსტრალიის ფლორისა და ფაუნის აღდგენას კი უპრეცედენტო ზომების მიღება დასჭირდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამისთვის 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი