logo_geo
რატომ ახატია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ხელზე ხუთჯვრიანი დროშა?
- +

23 იანვარი. 2020. 12:36

 

 

ტომ სტეიერი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც 2020 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან მიიღებს მონაწილეობას.

 

უცხოურ მედიაში წერენ, რომ სტეიერი საინტერესო პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა. ჟურნალისტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნახატმა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელის მტევანზე - სტეიერს ხუთი ჯვრის სიმბოლო აქვს დახატული.

 

პრეზიდენტობის კანდიდატის ტატუს ვრცელ სტატიას უძღვნის BBC და მიმოიხილავს იმას, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლო, ვინ იყენებდა და იყენებს მას.

 

 

ხუთი ჯვარი მე-13 საუკუნეში იერუსალიმის სამეფოს სიმბოლო გახდა. სამეფო კი, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ შეიქმნა. არ არსებობს ერთი კონკრეტული თეორია ხუთჯვრიანი სიმბოლოს მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა შეთანხმდებოდა.

 

არსებობს სხვადასხვა თეორიები, ერთ-ერთის მიხედვით, ის წარმოადგენს ქრისტესა და ოთხ სახარებას, ასევე ხუთ ჭრილობას ქრისტეს სხეულზე, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კომპასის სიმბოლოა და ოთხ მხარეზე მიუთითებს

 

BBC იმასაც აღნიშნავს, რომ ხუთჯვირანი სიმბოლო 2004 წლიდან საქართველოს ეროვნულ დროშაზეა გამოსახული.

 

რატომ გადაწყვიტა რომ სტეიერმა ხუთი ჯვრის სიმბოლოს ტატუირება?

 

გასულ წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ სტეიერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. „BuzzFeed“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის შემდეგს ამბობდა:

 

„ეს ნიშნავს, რომ სიმართლე ნებისმიერ ფასად უნდა თქვა. როცა ამ ჯვრებს ყოველდღე ჩემს ხელზე ვხედავ, ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ყოველთვის ვთქვა სიმართლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჯვრების სიმბოლო იერუსალიმიდან იღებს სათავეს“, - ამბობდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

 

 

სტეიერის თქმით, სიმბოლო ნაწილ-ნაწილ დაიხატა, 2017 წლის იანვარსა და 2018 წლის მაისში.

 

პოლიტიკოსი ქრისტიანია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ღმერთი 30 წლის ასაკში იპოვა, თუმცა, ამავდროულად აღნიშნავს, რომ სარწმუნოებასა და მის ტატუს შორის კავშირი არ არის. სტეიერის თქმით, ეს მოხატულობა მხოლოდ მოტივაციაა, რომ ყოველთვის სიმართლე თქვას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი