logo_geo
მეცნიერების ვარაუდით, ახალი კორონავირუსის წყარო, შესაძლოა, გველები იყვნენ
- +

23 იანვარი. 2020. 14:09

 

 

გველები - ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზი იყვნენ, - ამის შესახებ CNN ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით წერს. კვლევის ავტორები, რომელთაც მონაცემები ვირუსოლოგთა ჟურნალში გამოაქვეყნეს, ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი არის ორი კორონავირუსის ნაერთი. მათ მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მკვლევარები აცხადებენ, რომ ვირუსის წყარო დიდი ალბათობით გველები იყვნენ.

 

„გველები ასევე იყო უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი, სადაც ვირუსის საწყისი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის სხვა ცხოველების კვლევებიცაა საჭირო“, - აცხადებენ მეცნიერები.

 

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი