logo_geo
„განკითხვის დღის საათის“ ისრები 20 წამით წინ გადაწიეს
- +

24 იანვარი. 2020. 01:53

 

 

ჟურნალმა „ატომური მეცნიერების ბიულეტენი“ განკითხვის დღის საათის ისრები 20 წამით წინ გადაწია. სიმბოლური საათი  კაცობრიობის განადგურებამდე დარჩენილ დროს ითვლის და ახლა მასზე დაფიქსირებული დროა 23:58:40 საათი. ასე ახლოს შუაღამესთან, რომელიც გლობალურ კატასტროფას ნიშნავს საათი არასოდეს ყოფილა.

 

დროის გადაწევის მიზეზებს შორის აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გამო ბირთვული საფრთხის მომატება, საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციისშესახებ შეთანხმების დარღვევა და ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხში პროგრესის არარსებობა სახელდება.

 

ამასთან, ჟურნალის ავტორები აღნიშნავენ, რომ გლობალურ კატასტროფასთან მიახლოებას ისიც უწყობს ხელს, რომ მსოფლიო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის საკმარისს არ აკეთებს.

 

განკითხვის დღის საათზე დროს წელიწადში ერთხელ ცვლიან. 2018 წლიდან საათი აჩვენებდა დროს 23:58:00.

 

პროექტი 1947 წლიდან მოქმედებს. პირველად მასზე დაფიქსირებული იყო დრო 23:53. ყველაზე შორს შუაღამიდან საათი 1991 წელს, ცივი ომის დასრულების შემდეგ იყო. მაშინ ისრები 23 საათსა და 43 წუთზე გააჩერეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი