logo_geo
აშშ ორსულებისთვის სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს
- +

24 იანვარი. 2020. 11:26

შეერთებული შტატები დღეიდან ორსულებზე სავიზო რეგულაციებს ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შტატებში შესვლამდე ორსულ ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ მათი ვიზიტის მიზანს ამერიკაში ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს.

 

თეთრი სახლის ცნობით, ახალი რეგულაცია B ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება. ქვეყნის კანონმდებლობით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი მოქალაქეობას ავტომატურად იღებს.

 

მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, ყოველწლიურად ე.წ. სამშობიარო ტურიზმის შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს.

 

 

 

big_banner
არქივი