logo_geo
აფრიკაში კაცი ორი თვეა 24 მეტრის სიმაღლეზე კასრში ცხოვრობს
- +

24 იანვარი. 2020. 17:58

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ვერნონ კრიუგერი 500-ლიტრიან კასრში 24 მეტრის სიმაღლეზე ორ თვეზე მეტია „ცხოვრობს“. კრიუგერისთვის ეს სულის გამოცდაა. 1997 წელს მან ბოძზე დამაგრებულ კასრში ჯდომის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა - მაშინ ის კასრში 67 დღე იყო, წინა რეკორდი 54 დღეს შეადგენდა.

 

2020 წლის 21 იანვარს კრიუგერმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა გადაწყვიტა, რომ კასრში კიდევ დარჩეს და რეკორდული დღეების რაოდენობა 80-მდე დაამრგვალოს.

 

კრიუგერის თქმით, იქ ჯდომა არც ისე ცუდია - აქვს მობილური ტელეფონი და შესაბამისად გარესამყაროსთან კავშირი. მნახველებს კასრში არ უშვებენ, თუმცა, მათ შეუძლიათ, რამე დაუყვირონ ქვემოდან ან ხელი დაუქნიონ. კრიუგერი კარგადაც იკვებება - საკვებს პირდაპირ რესტორნებიდან აწვდიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი