logo_geo
ბულგარეთი ორი რუს დიპლომატს პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებს
- +

24 იანვარი. 2020. 18:05

 

ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატი, შესაძლოა, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს და  ქვეყნიდან გააძევოს.

 

ბულგარეთი მიზეზად შპიონაჟს ასახელებს. ინფორმაცია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენპროკურატურამ გადასცა.

 

როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზახარიევა აცხადებს, რუსი დიპლომატების სავარაუდო შპიონაჟისა და დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, ბულგარეთის საგარეო უწყებამ ცნობა გენერალური პროკურატურისგან მიიღო.

„ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, ძალიან დიდი ალბათობით, რუს დიპლომატებს პერსონა ნონ-გრატად გამოვაცხადებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ეჭვმიტანილების ვინაობას ოფიციალური უწყება ჯერჯერობით არ ასახელებს. როგორც ბულგარეთის პროკურატურა აცხადებს, ერთი ეჭვმიტანილი შპიონაჟში 2017 წლიდანაა ჩართული, მეორე კი - 2018 წლიდან.

 

 

 

 

big_banner
არქივი