logo_geo
კორონავირუსის გამო, ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა
- +

24 იანვარი. 2020. 18:10

 

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „The Hollywood Reporter“ ავრცელებს.

 

შესაბამისი ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს. მანამდე ჩინეთის უმსხვილესმა კინოსტუდიებმა გააუქმეს პრემიერები, რომლებიც 25 იანვარს, ჩინური ახალი წლის დღეს უნდა გამართულიყო.

 

2019 წელს, ამავე პერიოდში, კინოთეატრების შემოსავალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო, ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

big_banner
არქივი