logo_geo
გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
- +

24 იანვარი. 2020. 18:53

 

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში, სროლას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „Focus“ წერს, შემთხვევა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა.

 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, რამდენიმე კი, დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია.

 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

 

 

 

big_banner
არქივი