logo_geo
საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა
- +

25 იანვარი. 2020. 19:51

 

 

საფრანგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „AFP“ წერს. ასევე ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ანიეს ბიუზენზე დაყრდნობით ტელეარხი „BFMTV“ ავრცელებს. კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი მკურნალობას ბორდოში, მეორე კი პარიზში გადის.

 

გამოცემის ცნობით, ეს არის კორონავირუსის პირველი შემთხვევები ევროპაში.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პირველი პაციენტი 48 წლისაა, რომელიც საფრანგეთში უხანის გავლით ჩავიდა. მას ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ კონტაქტი დაახლოებით 10 ადამიანთან ჰქონდა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი