logo_geo
ავადმყოფობის გამო მადონამ ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
- +

26 იანვარი. 2020. 11:10

 

ავადმყოფობის გამო მადონამ მისი მსოფლიო ტურნე Madame X-ის ფარგლებში ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

15 ქალაქისგან შემდგარი ტურნე 27 იანვარს ლონდონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლეგენდარულ მომღერალს პირველი კონცერტის გააუქმა.

 

„ძალიან ვწუხვარ 27 იანვრის კონცერტის გაუქმების შესახებ. ექიმებმა რამდენიმე დღით დასვენება მირჩიეს. ყველაზე მეტად არ მსურს, მაყურებლებს შოუსთან დაკავშირებული იმედები გავუცრუო. შესაბამისად, თუ კონცერტზე ბოლომდე ვერ დავიხარჯები, უმჯობესია ის გავაუქმო“, - ნათქვამია 61 წლის მადონას განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი