logo_geo
თურქეთში, მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
- +

26 იანვარი. 2020. 11:40

 

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას, სამაშველო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ტელეარხი NTV ავრცელებს.

 

მანამდე, 29 დაღუპულისა და 1466 დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

 

24 იანვარს, თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. ბიძგები ასევე იგრძნეს ისრაელში, ერაყსა და სირიაში.

 

მიწისძვრის გამო, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, ღამე ქუჩაში გაეთენებინა.

 

მომდევნო დღეს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოინახულა. მან მიწისძვრის გამო, სტამბოლში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. პრეზიდენტმა ასევე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

 

 

 

big_banner
არქივი