logo_geo
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა
- +

27 იანვარი. 2020. 11:20

 

თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრას 38 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutshe Welle ავრცელებს.

 

45 ადამიანი დანგრეული შენობებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მეტ გადარჩენილ მოქალაქეს იპოვიან.

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ სრულად გაანადგურა 76 შენობა. 42 სახლი სერიოზულად დაზიანდა, 425-ს კი მცირე ზიანი მიადგა.

 

თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი