logo_geo
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი დასახელდა
- +

27 იანვარი. 2020. 13:46

 

 

ვერტმფრენი, რომელშიც ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯინა მარია, იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო ჩამოვარდა.

 

გამოცემა „TMZ“, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ადგილზე, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, ძლიერი ნისლი იყო.

 

„TMZ“-მა დისპეტჩერის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა. პორტალი აღნიშნავს, რომ პილოტი ამინდთან დაკავშირებულ პრობლემას პირველად მაშინ წააწყდა, როდესაც ლოს-ანჯელესის ზოოპარკის თავზე მიფრინავდა. აღნიშნულ ტერიტორიას მან დაბალ სიმაღლეზე ექვსჯერ გადაუფრინა.

 

„შესაძლოა, პილოტი ვარაუდობდა, რომ ნისლი გაიფანტებოდა“, – ნათქვამია მასალაში.

 

ჩამოვარდნამდე ვერტმფრენი ერთ ტერიტორიაზე 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ პილოტმა სიმაღლე უეცრად აიღო და რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

 

 

big_banner
არქივი