logo_geo
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- +

27 იანვარი. 2020. 15:11

 

 

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.  ინციდენტი ღაზნის პროვინციის ქალაქ დეჰ იაკის გარეუბანში მოხდა. 

 

ცნობილია, რომ ტერიტორია „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ იმყოფება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მოითხოვა მთავრობის დახმარება, ადგილზე სპეციალური სამაშველო ჯგუფები გაიგზავნება.

 

თვითმფრინავი კომპანია „Ariana Afghanistan Airlines“–ს ეკუთვნის. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 83 ადამიანი იმყოფებოდა. 

 

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი