logo_geo
სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა
- +

27 იანვარი. 2020. 15:17

 

სომხეთმა  ჩინეთში წარმოებული პროდუქტების და ცხოველური წარმომავლობის ნედლეულის იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ვრცელდება იმ პროდუქტების შემოტანაზეც, რომლებიც ჩინური ნედლეულით არის დამზადებული.

 

შესაბამისი ბრძანება სომხეთის სასურსათო უვნებლობის საინსპექციო ორგანომ გამოსცა. აკრძალვა ჩინეთიდან სომხეთში კორონავირუსის შეღწევის პრევენციის მიზნით დაწესდა.

 

აკრძალვა იმოქმედებს მანამდე, სანამ ჯანმო-ს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიები ჩინეთს კორონავირუსისგან თავისუფალ ქვეყნად აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში სწრაფად იზრდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი