logo_geo
კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
- +

27 იანვარი. 2020. 16:46

 

 

 

კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია „112“ ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

უწყება აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევა ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის.

 

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ორ შემთხვევაში დადგინდა გრიპი, მესამე პირთან დაკავშირებით კვლევები კი გრძელდება.

 

 

 

big_banner
არქივი